13 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიპოპოტამის ქანდაკება დაიდგმება

17:54, 04.04.2019

დედაქალაქის მერია 13 ივნისის ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით, ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ჰიპოპოტამის ქანდაკება გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ჰიპოპოტამის ქანდაკების პროექტის განხორციელებისთვის საერთო ჯამში 90 000 ლარი გამოიყოფა.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მსგავსი