13 ივნისის მემორიალთან ტრაგედიისას დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, 13 ივნისის მემორიალთან 2015 წლის 13 ივნისს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.

პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები ესწრებიან. მათ 13 ივნისის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი შესრულდა.