ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურები ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ
ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურები ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ

12-13 იანვარს ნატო-ს თავდაცვის ძალების სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 13 იანვარს, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურები შეხვედრას გამართავენ ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან. შეხვედრა ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება.

ნატო-ს პრესსამსახურის ცნობით, ვირტუალურ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული რეფორმების მიმდინარეობა განიხილება.

დატოვე კომენტარი