აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტმა დანა ვაიტმა ჯექსონვილის არენაზე 13 და 16 მაისს გასამართი ბრძოლების სია გამოაქვეყნა.
პირველად UFC-ის ისტორიაში – ერთი კვირის ინტერვალში სამი ღონისძიება გაიმართება. 13 მაისის ქარდის მთავარი ბრძოლა ნახევრად მძიმე წონაში ენტონი სმიტსა (33-14) და გლოვერ ტეიხეირას (30-7) შორის შედგება. 16 მაისის მთავარი ბრძოლა კი მძიმე წონაში ალისტერ ოვერიმსა (45-18) და ვოლტ ჰარისს (13-7) შორის ჩატარდება. როგორც ცნობილია ამ დღეს UFC-ის ოქტაგონზე რიგით მესამე ბრძოლას ჩაატარებს გიგა ჭიკაძე. ქართველი მებრძოლის მეტოქე მაიკ დევისი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს UFC 249-ზე ორი სატიტული ბრძოლა გაიმართება. 13 და 16 მაისის ქარდები კი სრულად ასე გამოიყურება.
13 მაისის ქარდი
ენტონი სმიტი – გლოვერ ტეიხეირა
ბენ როთველი – ოვინს სეინტ პრო
ალექსადრ ჰერნანდესი – დრიუ დობერი
რიკი სიმონი – რეი ბორგი
კარლ რობერსონი – მარვინ ვეტორი
ანდრეი არლოვსკი – ფილიპ ლინსი
მაიკლ ჯონსონი – ტიაგო მოისესი
სიჯარა ეუბანკსი – სარა მორასი
ჰანტერ აზურე – ბრაიან კელერი
16 მაისის ქარდი
ალისტერ ოვერიმი – ვოლტ ჰარისი
გიგა ჭიკაძე – მაიკ დევისი
კლაუდია გადელა – ანჯელა ჰილი
დენ აიჯი – ედსონ ბარბოზა
ეკირ ანდერსი – კრისტოფ ჟოტკო
ენტონი ჰერნანდესი – კევინ ჰოლანდი