13 და 16 მაისის ქარდების სრული შემადგენლობა ცნობილია

10:45, 02.05.2020

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტმა დანა ვაიტმა ჯექსონვილის არენაზე 13 და 16 მაისს გასამართი ბრძოლების სია გამოაქვეყნა.

პირველად UFC-ის ისტორიაში – ერთი კვირის ინტერვალში სამი ღონისძიება გაიმართება. 13 მაისის ქარდის მთავარი ბრძოლა ნახევრად მძიმე წონაში ენტონი სმიტსა (33-14) და გლოვერ ტეიხეირას (30-7) შორის შედგება. 16 მაისის მთავარი ბრძოლა კი მძიმე წონაში ალისტერ ოვერიმსა (45-18) და ვოლტ ჰარისს (13-7) შორის ჩატარდება. როგორც ცნობილია ამ დღეს UFC-ის ოქტაგონზე რიგით მესამე ბრძოლას ჩაატარებს გიგა ჭიკაძე. ქართველი მებრძოლის მეტოქე მაიკ დევისი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს UFC 249-ზე ორი სატიტული ბრძოლა გაიმართება. 13 და 16 მაისის ქარდები კი სრულად ასე გამოიყურება.

13 მაისის ქარდი

ენტონი სმიტი – გლოვერ ტეიხეირა

ბენ როთველი – ოვინს სეინტ პრო

ალექსადრ ჰერნანდესი – დრიუ დობერი

რიკი სიმონი – რეი ბორგი

კარლ რობერსონი – მარვინ ვეტორი

ანდრეი არლოვსკი – ფილიპ ლინსი

მაიკლ ჯონსონი – ტიაგო მოისესი

სიჯარა ეუბანკსი – სარა მორასი

ჰანტერ აზურე – ბრაიან კელერი

16 მაისის ქარდი

ალისტერ ოვერიმი – ვოლტ ჰარისი

გიგა ჭიკაძე – მაიკ დევისი

კლაუდია გადელა – ანჯელა ჰილი

დენ აიჯი – ედსონ ბარბოზა

ეკირ ანდერსი – კრისტოფ ჟოტკო

ენტონი ჰერნანდესი – კევინ ჰოლანდი

მსგავსი