ირანში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა
ირანში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში „კოვიდ-19“ 12 181 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 321 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში „კოვიდ-19“-ის 1,028,986 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 50 016 გარდაიცვალა.