12:00 საათის მონაცემებით, აჭარაში, ორ მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 8,58 პროცენტი შეადგინა
12:00 საათის მონაცემებით, აჭარაში, ორ მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 8,58 პროცენტი შეადგინა

აჭარაში, 12:00 საათის მონაცემებით, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 8,58 პროცენტმა უკვე გააკეთა არჩევანი.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქედის ოლქში დაფიქსირდა და 13, 17% (2 067 ამომრჩეველი) შეადგინა.

აჭარის რეგიონში უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ორ მაჟორიტარულ ოლქში ტარდება.

„ნომერ 28 ბათუმის ოლქში არჩევნებში 12:00 საათის მდგომარეობით მივიდა 10 504 ამომრჩეველი, რაც 7,14 პროცენტია. ნომერ 30 ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოს ოლქში მივიდა 10 430 ამომრჩეველი, რომელიც 10, 78  პროცენტს შეადგენს. ჯამში, 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა 8,58 პრპცენტია.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის ოლქში- 13, 17 პრპცენტი (2 067), ხოლო ყველაზე მცირე – ბათუმში 7,14 პრცენტი.

ეს მონაცემი რომ შევადაროთ 12:00 საათისთვის 2020 წლის 31 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნების და 2016 წლის არჩევნების მონაცემს, აქტივობა ასეთია: 2020 წლის პირველი ტური: 12:00 საათი – 17,76 პროცენტი (სამი ოლქისთვის);  2016 პირველი ტურისთვის (12 საათზე) – 19, 35 პროცენტი (59 726); 2016 წლის მეორე ტურისთვის (12 საათზე) – 20,47 პროცენტი (63 855)“, –  განაცხადეს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ გამართულ სიანფორმაციო ბრიფინგზე.