12 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს

14:57, 09.11.2018

ბათუმში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 55 წლის მამაკაცი დააკავეს, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა მუნიციპალურ ავტობუსში 12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროება სცადა. გოგონა მუნიციპალური ავტობუსით თანატოლებთან ერთად სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც 55 წლის მამაკაცი მის სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა. მოზარდმა დახმარებისთვის ავტობუსში მყოფებს მიმართა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ავტობუსიდან გაქცევა მოასწრო.

შსს-ს ცნობით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

მსგავსი