12 ქვეყანა, საიდანაც ნოემბერში საქართველოს მხოლოდ ერთი მოქალაქე ეწვია

16:01, 08.12.2017

მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში უცხო ქვეყნის 524 108 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 14 პროცენტით მეტია.

ვიზიტების უმრავლესობა მეზობელ ქვეყნებზე მოდის – სომხეთზე, აზერბაიჯანზე, თურქეთსა და რუსეთზე.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 12 ქვეყნიდან საქართველოს ნოემბერში თითო მოქალაქე ესტუმრა.

ეს ქვეყნებია:  ანდორა, ვატიკანი, ანტიგუა და ბარბუდა, გვატემალა, ჰონდურასი, გაიანა, ამერიკის სამოა,  საფრანგეთის პოლინეზია, სეიშელის კუნძულები, გვინეა-ბისაუ, სენეგალი, ნამიბია.

მსგავსი