12 მაისს მახათას მთისკენ ავტობუსების ორი მარშრუტი დაინიშნება

19:45, 10.05.2019

თბილისის მერიის ინფორმაციით, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზეიმო გახსნაზე მრევლის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 12 მაისს, მახათას მთის მიმართულებით ავტობუსების ორი დროებითი მარშრუტი დაინიშნება.

„ავტობუსები 08:30 საათიდან 16:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და მეტროპოლიტენ „ვარკეთილიდან” 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.

ისინი მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან”, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი