12 და 13 ივნისს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს
12 და 13 ივნისს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო!

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა, 12-დან 13 ივნისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით, დამატებით ღამის რეისს ნიშნავს.

მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში:

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.