რუსეთი და ბელარუსი ხვალიდან ერთობლივ სამხედრო წვრთნას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მანევრები წინასწარ იყო დაგეგმილი და ბელარუსის ტერიტორიაზე, კერძოდ ბრესტში მდებარე პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნებში მონაწილეობას რუსი მედესანტეებიც მიიღებენ. რუსი სამხედროები ბელარუსში მატარებლით ჩავლენ.
„სულ, წვრთნებში 300 რუსი სამხედრო და 70 ერთეული სამხედრო ტექნიკა იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
სამხედრო სწავლება სახელწოდებით „სლავური ძმობა“ 14-დან 25 სექტემბრამდე გაგრძელდება.