„ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი შეძლებს მონაწილეობის მიღებას ინგლისის სუპერთასის ფინალში „არსენალის“ წინააღმდეგ, – დაწერა მერსისაიდული კლუბის პრესსამსახურმა.
ასევე შესაძლებელია მინდორზე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის გამოჩენა.
ვან დეიკმა რამდენიმე დღის წინ თავის ტრავმა მიიღო „ზალცბურგთან“ ამხანაგური მატჩის დროს, ალექსანდერ-არნოლდმა კი მთლიანად გამოტოვა ავსტრიაში გამართული შეკრება, მაგრამ ახლოს არის მოედანზე დაბრუნებასთან.
ნამდვილად ცნობილია, რომ „არსენალის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ ჯორდან ჰენდერსონი, ჟოელ მატიპი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჯერდან შაჩირი და ჰარი უილსონი.
„არსენალისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა 29 აგვისტოს გაიმართება და ის თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.