112 მოქალაქეთა გამოკითხვას იწყებს
112 მოქალაქეთა გამოკითხვას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებელთა გამოკითხვას იწყებს.

შსს-ს ცნობით, გამოკითხვა განხორციელდება სამი სხვადასხვა არხის საშუალებით – სატელეფონო, ვებგვერდი (www.112.ge ) და მობილური აპლიკაცია (#112Georgia).

„სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდება სამ თვეში ერთხელ და გამოიკითხება 4500-მდე მოქალაქე. ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში მსურველებს, მუდმივად ექნებათ საშუალება დააფიქსირონ საკუთარი აზრი.

გამოკითხვის შედეგად, შედეგების ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთება მოქალაქეთა განწყობა, მათი შეხედულებები, რაც შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ს დაეხმარება მომსახურების გაუმჯობესებაში“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.