112-მა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
112-მა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა – 112-მა 2018 წლის ანგარიში წარმოადგინა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა და სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ 112-ის პარტნიორი ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 112-ის დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა ცენტრის 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და შეხვედრის მონაწილეებს განხორციელებული პროექტების, ღონისძიებებისა და კამპანიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ღონისძიების ბოლოს 2019 წელს 112-ის მიერ დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების და ინიციატივების პრეზენტაცია გაიმართა.