„112“-ის თბილისის ცენტრს ახალგაზრდა გლობალური ლიდერები ეწვივნენ
„112“-ის თბილისის ცენტრს ახალგაზრდა გლობალური ლიდერები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის თბილისის ცენტრს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ახალგაზრდა გლობალური ლიდერები ეწვივნენ.

შსს-ის ინფორმაციით,დელეგაციის წევრებმა „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. გლობალური ლიდერები ცენტრების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებსაც გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. მათ, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, უწყება აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა კიდევ უფრო უსაფრთხო გარემო შეიქნას საქართველოში უცხოელი ინვესტორებისათვის. მათივე ცნობით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით მნიშველოვანი პროცესები განხორციელდა და კიდევ იგეგმება.

ახალგაზრდა გლობალური ლიდერები არიან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ნობელის პრემიისა და ოსკარის ნომინაციის ლაურეატები, გაეროს კეთილი ნების ელჩები და სოციალური მეწარმეები მთელი მსოფლიოდან. თითოეული მათგანი „ახალგაზრდა გლობალური ლიდერად” დასახელებულია ნოვატორული საქმიანობისათვის, არსებული გამოწვევების მიმართ არაორდინალური მიდგომისა და იმ უნარისთვის, რომ ერთმანეთს დააკავშირონ კულტურები, ბიზნესები, ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება.