„112“ განცხადებას ავრცელებს და ტექნიკური ხარვეზის გამო, მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვისკენ მოუწოდებს

18:58, 28.06.2020

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, „112“-ში ზარები შეფერხებით შედის.

გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში, ცენტრი მოქალაქეებს, რომლებიც 112-ზე დაკავშირებას ვერ მოახერხებენ, მოუწოდებს, შემდეგ ალტერნატიულ ნომრებზე დარეკონ:

032 2 411011- სახანძრო სამაშველო

032 2 418505- საპატრულო (თბილისი)

032 2 418502- საპატრულო (რეგიონი)

595073527, 595073838,595073876, 595073805, 595073723- სასწრაფო (რეგიონი)

599842197, 599842195 – სასწრაფო (თბილისი)

„112“-ში განმარტავენ, რომ სპეციალისტები მუშაობენ და ტექნიკური პრობლემა უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.

მსგავსი