1113 გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა
1113 გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა

11-24 ივნისს, ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: „სადახლო საავტომობილოს“, „სარფის“, „ლაგოდეხის“, „ვალეს“, „წითელი ხიდის“, „ნინოწმინდის“, „მტკვარის“, „ყაზბეგის“, „კარწახის“, „გუგუთის“, „გარდაბანის“, „სადახლო სარკინიგზოს“, „ბათუმის პორტის“, ბათუმის აეროპორტის“, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“, ასევე „კარწახი-ახალქალაქი-სარკინიგზოსა“ და ფოთისა და ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის 1113 მებაჟე-ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

„ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.