11:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 3969-მა ამომრჩეველმა გააკეთა
11:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 3969-მა ამომრჩეველმა გააკეთა

11:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 3969-მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 2.6 % ია.

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი პირველ არხთან განმარტავს, რომ არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, ეს რაოდენობა 4 ათასით ნაკლებია.

ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი დაფიქსირდა, ორივე პროცედურულ დარღვევას ეხება.

თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურები ტარდება.