11 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის ბრალდებით დაკავებული პირის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცილი დასწამეს

14:01, 17.05.2020

11 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დაკავებული ბესიკ ივანაშვილისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

დაკავებულს ადვოკატი ავთანდილ ბუცხრიკიძე იცავს. უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვარაუდობს, რომ საქმე მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება და ცილისწამების მიზნით, მას გარყვნილი ქმედების ჩადენის შესახებ ინფორმაცია გაუვრცელეს.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო ორგანომ 29 წლის ბესიკ ივანაშვილი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლოს.

მსგავსი