11 წელი აგვისტოს ომიდან [ფოტო]
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს აგვისტოს ომის დროს დაღუპულები ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გაიხსენეს, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს.

