11 თვეში ტურიზმიდან საქართველოს შემოსავალმა 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა
11 თვეში ტურიზმიდან საქართველოს შემოსავალმა 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ – ნოემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,051,424,548 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 1.2%-ით (35,4 მლ. აშშ დოლარით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ადმინისტრაციის ცნობით, 2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 201,734,437 აშშ დოლარს (ზრდა 5.6%), რაც 10,6 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია.