11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება
11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება

11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება. პირველი არხი ამ დღის აღნიშვნას სხვადასხვა ტელე და რადიოგადაცემით უერთდება.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ამჟამად ქალები მეცნიერთა მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენენ, პანდემიამ კი მეცნიერი ქალების წინსვლისთვის უფრო მეტი ხელშემშლელი ფაქტორი გააჩინა.

წელს მეცნიერ ქალთა და გოგონათა მეექვსე საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ასამბლეა „საზღვრებს მიღმა: თანასწორობა მეცნიერებაში საზოგადოებისთვის“ ონლაინ ფორმატში გაერო-ს სათავო ოფისში გაიმართება.

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა დღედ გაერო-მ 2015 წლის 22 დეკემბერს გამოაცხადა.