11 ივლისს მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
11 ივლისს მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

11 ივლისს მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ინფორმაცის სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

არჩევნებში 20 პარტია, ორი საარჩევნო ბლოკი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობენ.

ხმის მიცემა 3,5 მილიონ მოქალაქეს შეუძლია, აქედან 800 000 უცხოეთში ცხოვრობს, 258 000 კი დნესტრისპირეთში. არჩევნებამდე 48 საათით ადრე, კიშინიოვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დნესტრის მარცხენა სანაპიროზე მცხოვრები მოლდოვის მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების რაოდენობა 41-დან 12-მდე შემცირდა.

2020 წლის დეკემბერში მოლდოვა მინისტრთა კაბინეტის გარეშე დარჩა, როდესაც თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი იონ კიკუ გადადგა. მომდევნო დღეს ამოიწურა პრეზიდენტის, იგორ დოდონის საპრეზიდენტო ვადაც. მოლდოვის პარლამენტის უფლებამოსილება მიმდინარე წლის აპრილის შუა რიცხვებში, მთავრობის ფორმირების სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შეჩერდა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ამჟამინდელი პროევროპელი პრეზიდენტის, მია სანდუს ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო.

ექსპერტთა შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობის მოპოვების შანსები არც ერთ პარტიას არ აქვს. ძირითადი ბრძოლა ყოფილი პრეზიდენტების – იგორ დოდონის და ვლადიმერ ვორონინის პარტიებს „კომუნისტები და სოციალისტები“ და „მოქმედება და სოლიდარობას“ შორის გაიმართება.

წინასწარი გამოკითხვების თანახმად, საპარლამენტო ბარიერის გადალახვის შანსი, ბიზნესმენის რენატო უსატოვის და ოლიგარქის ილანა შორას პარტიებსაც აქვთ.