უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მარტისთვის – დოლარი – 3.1568 ლარი, ევრო – 3.4109 ლარი, ფუნტი – 3.6376 ლარი

17:03, 19.03.2020

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1568 ლარი ეღირება, ევრო – 3.4109 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6376 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ამერიკული დოლარი 3.1804 ლარი ღირდა, ევრო – 3.4997 ლარი, ფუნტი – 3.8149 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 მარტს ამოქმედდება.

ამასთან, დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1564 შეადგინა.

მსგავსი