10:00 საათის მონაცემებით, ხაშურში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 2021 ამომრჩეველმა მიიღო 

11:01, 12.11.2017

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს ხაშურში.

ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი 52 საარჩევნო უბანზე დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ხაშურში რეგისტრირებული 48956 ამომრჩევლიდან 10:00 საათის მონაცემით, არჩევნებში მონაწილეობა 2021 ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმების 4.13%-ია, ეს მონაცემები პირველ ტურთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.

ამომრჩეველს მმართველი გუნდის კანდიდატ გიორგი გურასპაშვილსა და საინიციატივო ჯგუფის კანდიდატ რამაზ ნოზაძეს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

არჩევნების პირველ ტურში სახელისუფლებო კანდიდატსა და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის სხვაობა 23% იყო. გიორგი გურასპაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 41.54%, მისმა კონკურენტმა 18.59% მიიღო.

მსგავსი