10:00 საათის მონაცემებით, ზესტაფონის 51-ე ამომრჩევლების აქტივობამ 7,05% შეადგინა
10:00 საათის მონაცემებით, ზესტაფონის 51-ე ამომრჩევლების აქტივობამ 7,05% შეადგინა

10:00 საათის მონაცემებით, ზესტაფონის 51-ე ამომრჩევლების აქტივობამ 7,05% შეადგინა. ამ დროისთვის ხმა 3872-მა ამომრჩეველმა მისცა.

საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ეს აქტივობა დაახლოებით უტოლდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მონაცემებს. საოლქო კომისიაში ამ დროისთვის ერთი საჩივარია შემოსული.

„ოლქში დაწერილია ერთი საჩივარი. საუბნო კომისიებში დაწერილ საჩივრებზე ამ ეტაპზე ინფომაცია არ გვაქვს. რაც შეეხება ოლქში დაწერილ საჩივარს, მე-10 უბანზე მდივნის მიერ არასრულყოფილად მოხდა ერთიან სიაში გადასატანი საარჩევნო ყუთის ამომრჩევლის შესახებ მინაწერის გაკეთება, მდივანმა ახსნა -განმარტება დაწერა შესაბამის კომისიაში, რომ გამორჩა ერთი ამომრჩევლის გასწვრივ ამ იმფორმაციის მითითება“,- განაცხადა ზესტაფონის 51-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან ვაშაყმაძემ.