10:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა 6,35%-მა მისცა ხმა
10:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა 6,35%-მა მისცა ხმა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი 323-მა ამომრჩეველმა უკვე გააკეთა, რაც საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 6,35%-ია.

ოზურგეთში 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული. #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თინეიშვილის შეფასებით, 10:00 საათის მონაცემებით, მოსახლეობის აქტივობა საშუალოა.

„ახლა შემოვიარე ხუთივე უბანი. ყველგან სიმშვიდეა, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არც ერთ უბანზე საჩივარი არ დაწერილა“, – ზვიად თენეიშვილმა.

ოზურგეთის საკრებულოში მოსახვედრად 13 კანდიდატი იბრძვის. არჩევნები ხუთ უბანზე იმართება.