10 შეხვედრაში ზაქარია ბეგლარიშვილმა 7 გოლი დააგროვა
10 შეხვედრაში ზაქარია ბეგლარიშვილმა 7 გოლი დააგროვა

ესტონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში ტალინის „ფლორა“ „პაიდეს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. 27 წლის ქართველი სპორტსმენი ზაქარია ბეგლარიშვილი „ფლორას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე მეტოქის კარი აიღო – მან ეს ამჯერად პენალტით შეძლო.

10 შეხვედრაში ბეგლარიშვილმა სულ 7 გოლი დააგროვა და ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზეა. ხოლო მისი გუნდი 22 ქულით მესამე პოზიციაზეა.

პროგრამა ინსტატის სტატისტიკური მაჩვენებლების შეჯამების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონატის საწყისი 9 ტურის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ნახევარმცველია.