10 რამ, რაც მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველაზე მეტად გვენატრება
10 რამ, რაც მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველაზე მეტად გვენატრება

თუ პანდემიამდე ევროპაში სულ რაღაც 37 ევროდ დავფრინავდით, კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მოგზაურობა ბევრისთვის სანატრელი გახდა. ხან საზღვრის გადაკვეთისას განცდილი ემოციები გვენატრება, ხანაც აეროპორტში რეგისტრაციის მოლოდინი – მღელვარება, რომელიც გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე იწყება და უცხო ქვეყანაში ფეხის დადგმისთანავე ძლიერდება.

სოციალურ ქსელში ჩავატარეთ გამოკითხვა, მოგზაურობასთან დაკავშირებით რა ენატრება ხალხს ყველაზე მეტად.

გამოკითხვის შესაბამისად, საინტერესო პასუხების ათეული შევადგინეთ.

ბილეთების თვალიერება

ერთ-ერთი რაც მოგზაურობასთან დაკავშირებით გვენატრება, პირველი ნაბიჯი, ანუ ბილეთების თვალიერებაა. როცა სასურველი მიმართულება შერჩეული გვაქვს და ვიწყებთ ყველაზე კომფორტული და ამავდროულად, იაფი ბილეთების ძებნას.

 

ბარგის ჩალაგება

რაც უფრო ახლოვდება გაფრენის თარიღი, მით უფრო ხშირად ვფიქრობთ, რა წავიღოთ ჩემოდნით, როგორ გადავანაწილოთ ტანსაცმელი და ნივთები ჩანთაში, რომ უკან დაბრუნებისას საჩუქრებისთვისაც დაგვრჩეს ადგილი.

 

ფრენაზე დაგვიანების შიში

ბარგი უკვე ჩალაგებული გვაქვს და ახლა ისტერიულად ვამოწმებთ გაფრენის საათს, რომ ფრენაზე არ დაგვაგვიანდეს.

 

გულის კანკალი ბარგის აწონვისას

გამოკითხვაში მონაწილეთაგან ზოგიერთს აეროპორტში ბარგის აწონვისას განცდილი ემოციებიც კი მონატრებია. ცალი თვალით რომ რეგისტრატორს უყრებ და მეორეთი სასწორის ტაბლოს აკვირდები, შემთხვევით, დასაშვებ ნორმას ხომ არ გადააჭარბე.

 

აფრენის მომენტი

თვითმფრინავში ჩვენი ადგილის პოვნისა და უსაფრთხოების ღვედის შეკვრის შემდეგ, ძლიერად ვეჭიდებით სკამის სახელურს, თვალებს ვხუჭავთ და აფრენის იმ მომენტს ველოდებით, რომელიც გარდამავალია და რომელიც სულ რამდენიმე წამს გრძელდება – მომენტს, როცა თვითმფრინავის ბორბალი მიწას მოსწყდება და ღრუბლებისკენ მიგვაქანებს.

 

უსაფრთხოების წესების გაცნობა

კოვიდ-19-თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა იმდენად მოგვანატრა მოგზაურობის ემოციები, გამოკითხვაში მონაწილე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ისიც კი დაგვიწერა, რომ მზად არის, უსაფრთხოების წესების პრეზენტაციასაც კი ზედმიწევნით მოუსმინოს.

 

თვითმფრინავის საჭმელი

გემრიელი საჭმლით ყველა ავიაკომპანია ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ თვითმფრინავის საჭმლის მოლოდინი ერთ-ერთი ყველაზე სახალისო მომენტია, რომელიც მოგზაურობისას გვაბედნიერებს.

 

საზღვრების გადაკვეთისას განცდილი ემოციები

და აი, ისიც, ყველაზე ბედნიერი მომენტი – საზღვრის გადაკვეთისა და ახალ ქვეყანაში შებიჯების საოცარი ემოცია, რომელსაც ვერ აღწერ, უბრალოდ, უნდა გამოსცადო.

 

ახალი ადამიანების გაცნობა

უცნობი ქალაქების ქუჩებში ხეტიალი და ახალი ადამიანების გაცნობაც ძალიან გვენატრება, რომლებსაც საქართველოზე ბევრს ვესაუბრებით და მერე ჩვენს ქვეყანაში ღვინის დასაგემოვნებლად და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის დასათვალიერებლად მოვიპატიჟებთ.

 

ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება

ათეულის ბოლო ადგილს საპატიოდ იკავებს ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება და გემოებით თამაში. რესტორანში უცხო კერძის შეკვეთა და მერე მოლოდინი.

ამ ჩამონათვალში კიდევ ბევრი დეტალის დამატება შეიძლება, თუმცა ვეცადეთ, ამ ეტაპზე, მხოლოდ ყველაზე საინტერესო და ხშირად დასახელებული პასუხები ამოგვერჩია.

დატოვე კომენტარი