10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა
10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა

10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები, რომლის პრეზენტაცია მიმდინარე წლის ივლისში შედგა, მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უკვე გამოსცა დადგენილება, რომელიც ახალ ბანკნოტებს რამდენიმე დღეში გადახდის კანონიერ საშუალებად აქცევს.

ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად მოხდება.

განახლებული ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული“ მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.

უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემიბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი.