10-13 ოქტომბერს ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გაიმართება
10-13 ოქტომბერს ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გაიმართება

10-13 ოქტომბერს ბაკურიანი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმის სახელწოდებაა „ნახე პირველად ბაკურიანში“ და საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს შესთავაზებს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს.

ფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველად ნახონ დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე ახლახან შედგა. კინოფორუმის პროგრამაშია დიმიტრი ცინცაძის ორი ახალი ნამუშევარი – საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე „შინდისი“ და შანხაის კინოფესტივალის ტრიუმფატორი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“.

ბაკურიანში შედგება ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების, უტა ბერიასა და გიგა ლიკლიკაძის ფილმების პრემიერები, ასევე გაიმართება გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

დატოვე კომენტარი