1-ელი იანვრიდან  50 თეთრის ნომინალის ძველი მონეტა გადახდისუნარიანობას კარგავს
1-ელი იანვრიდან  50 თეთრის ნომინალის ძველი მონეტა გადახდისუნარიანობას კარგავს

2018 წლის 1-ელი იანვრიდან ოქროსფერი, 50-თეთრიანი მონეტა გადახდის კანონიერ სტატუსს კარგავს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ ანგარიშსწორების მიზნით ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტის მიღების ვალდებულება.

სებ-ის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტის გადაცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში,
ხოლო 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 50-თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.