საპატრიარქო - 1-ელ ივნისს თავისუფლების მოედანზე სასულიერო პირების შეკრება და განცხადებები იყო პირადი ინიციატივა
საპატრიარქო - 1-ელ ივნისს თავისუფლების მოედანზე სასულიერო პირების შეკრება და განცხადებები იყო პირადი ინიციატივა

საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება 1-ელ ივნისს თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებას, რომელშიც სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.

როგორც საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს შეკრება იყო სასულიერო პირების პირადი ინიციატივა და საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია.

„ა.წ. 1 ივნისს თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე მონაწილეობდნენ სასულიერო პირებიც და გაკეთდა შეფასება პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით. ეს ქმედებაც და განაცხადიც არის მათი პირადი ინიციატივა და ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ინფორმირებული არ იყო“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

1-ელ ივნისს თავისუფლების მოედანზე, საკრებულოსთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები შეიკრიბნენ და პარლამენტთან მიმდინარე აქცია გააპროტესტეს.

როგორც სასულიერო პირებმა აღნიშნე, პარლამენტთან მიმდინარე აქცია არის სამარცხვინო, რადგან ადამიანის პიროვნულ ტრაგედიას „ნაციონალური პარტია“ იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორიციელებლად.