0:20 წაგების შემდეგ, იტალიის მესამე დივიზიონის გუნდი გათამაშებიდან მოიხსნა
0:20 წაგების შემდეგ, იტალიის მესამე დივიზიონის გუნდი გათამაშებიდან მოიხსნა

პრო პიაჩენცა, რომელიც იტალიის მესამე დივიზიონის (Serie C) პირველ ჯგუფში გამოდიოდა, გათამაშებიდან მოხსნილია. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ჩემპიონატის მორიგ მატჩზე გუნდმა მოედანზე მხოლოდ შვიდი ფეხბურთელის გამოყვანა შეძლო. კუნეოს წინააღმდეგ მოთამაშე ყველა ფეხბურთელი თინეიჯერი იყო, ერთ-ერთი მათგანი კი (18 წლის ნიკოლა ჩირილიანო) პარალელურად მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს ასრულებდა.

საინტერესოა, რომ თამაშში რვა ფეხბურთელს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ერთ-ერთ მოთამაშეს საბუთები შინ დარჩა, რის გამოც შეცვლაზე გუნდის ფიზიოთერაპევტი შევიდა.

მატჩი კუნეოს გამარჯვებით,  ანგარიშით 20:0 დასრულდა.

პრო პიაჩენცას სერიოზული ფინანსური პრობლემები დაუგროვდა, რის გამოც ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ხელფასებს ვერ უხდის.

ორშაბათს, 18 თებერვალს, ლიგის მმართველმა ორგანომ გადაწყვიტა, რომ მოედანზე გასული ზოგიერთი ფეხბურთელი რეგისტრირებული არ იყო, ამიტომ კუნეოს ანგარიშით 3:0 ტექნიკური მოგება ჩაეთვალა. გარდა ამისა, პრო პიაჩენცა 20 000 ევროთი დაჯარიმდა.