‌გიორგი მარგველაშვილი - ოსები ქართული საზოგადოების ერთიან ძარღვს შეადგენენ, სწორედ ამ ერთიანობას დაარტყეს, როცა ორი დღის წინ თანამებრძოლი მოგვიკლეს
‌გიორგი მარგველაშვილი - ოსები ქართული საზოგადოების ერთიან ძარღვს შეადგენენ, სწორედ ამ ერთიანობას დაარტყეს, როცა ორი დღის წინ თანამებრძოლი მოგვიკლეს

„დამოუკიდებლობიდან – თავისუფლებისაკენ, რესპუბლიკის 100წელი” კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა გორის უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა.

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მობილურ საექსპოზიციო სტენდებზე წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა და საჯარო ლექცია ჩაატარა.

პრეზიდენტმა ისაუბრა ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, ასევე სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

„ჩვენ ყველა საქართველოს მოქალაქეები ვართ. მტერმა სწორედ ჩვენს ერთიანობას, კულტურისა და ეთნოსის ერთიანობას დაარტყა. ქართველის ძალა სწორედ ჩვენს ერთიანობაში. ეს ის თარიღია, რომლის აღნიშვნაშიც ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ტრაგედიის შეგუება და ამ სიმძაფრის დაწევა. ყველა პროპაგანდისტული მანქანა იმუშავებს, რომ თქვენ შეეგუოთ მავთულხლართების და დაკარგულ ტერიტორიებს. არასდროს არ უნდა შევეგუოთ ამას. ჩვენ და ოსებს გვაქვს საერთო მომავალი. ოსები შეადგენდნენ ქართული საზოგადოების ერთიან ძარღვს.

არაერთი მამაცი და სწორი ოსი არსებობს. მათ საქართველოს მომავალში კეთილი და მნიშვნელოვანი სიტყვა აქვთ სათქმელი.

საქართველო იქნება ძლიერი, როცა გამთლიანება თანხმობით და არა ომით. დღეს აქედან მინდა ვთქვა, იმ ქალაქიდან რომელმაც ოკუპაციის სიმძიმე ყველაზე მეტად იგემა. მთავარი დარტყმა რუსეთის პოლიტიკის მიმართ მოხდება სწორედ აქედან და ეს იქნება ოსი და ქართველი ხალხის საერთო წარსულის გახსენება.

ნებისმიერ ჩვენს ოს თანამემამულეს, თუ გაქვთ ურთიერთობა, სწორედ ამ ერთიანობას დაარტყეს, როცა მოგვიკლეს ორი დღის წინ თანამებრძოლი. სწორედ ამას დაარტყეს, რადგან იქ იყო დაწყებული ურთიერთობა, მეგობრობა, კომერციული ურთიერთობები. სწორედ ამ ურთიერთობას დაარტყა რუსეთმა 90-იანებში და ამას დაარტყა ახლა.

გორიდან, ბორჯომის ხეობიდან მოხდება იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელიც გააერთიანებს ჩვენს ქვეყანას, ეს რიგითი მოქალაქეების მხრიდან მოხდება და არა სამხედრო ჩარევით”,- განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრისას.