​თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე ასფალტის დაზიანების გამო შეზღუდვები დაწესდა
​თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე ასფალტის დაზიანების გამო შეზღუდვები დაწესდა

​თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე ასფალტის დაზიანების გამო შეზღუდვები დაწესდა. როგორც პირველ არხს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე ჩაინგრა გზის ასფალტის საფარი ღერძულა ხაზზე დაახლოებით 1 მეტრი დიამეტრის სიგრძის.

მათივე ცნობით, არსებობს საშიშროება საფარის უფრო დიდი ნაწილის ჩანგრევისა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ხვალ დილიდანსაპროექტო ჯგუფის მიერ მოხდება დაზიანებული მონაკვეთის შესწავლა, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდება საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები“,- აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.