​რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარჯორი ტეილორ გრინმა წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის სამხედრო დახმარების აუდიტის მოთხოვნით რეზოლუცია წარადგინა
​რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარჯორი ტეილორ გრინმა წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის სამხედრო დახმარების აუდიტის მოთხოვნით რეზოლუცია წარადგინა

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარჯორი ტეილორ გრინმა წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის სამხედრო დახმარების აუდიტის მოთხოვნით რეზოლუცია წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ იუწყება.

რეზოლუციას რესპუბლიკელ სენატორთა ჯგუფი უჭერს მხარს.

როგორც „ჰილი“ წერს, ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კონგრესმენების უმეტესობა მხარს უჭერს, თუმცა მარჯორი ტეილორ გრინის რეზოლუცია გამოხატავს იმ რესპუბლიკელთა პოზიციას, რომლებიც მთავრობის ხარჯების მეტ ზედამხედველობას მოითხოვენ.

ტეილორ გრინმა კანონპროექტი პრივილიგირებული რეზოლუციის სახით წარადგინა. ეს ნიშნავს, რომ ის თავდაპირველად შესაბამის კომიტეტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად. თუ მას 14 დღის განმავლობაში არ განიხილავენ, ავტორს ექნება უფლება, დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრაზე დააყენოს.

თუმცა, დემოკრატები სავარაუდოდ პროექტს მაინც დაბლოკავენ.

მიუხედავად ამისა, მარჯორი ტეილორ გრინი აცხადებს, რომ აპირებს, რეზოლუცია კვლავ წარადგინოს ახალი მოწვევის კონგრესში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს ექნებათ.