​მარნეულში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი გარდაიცვალა

17:47, 20.02.2021

მარნეულში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

ქალი, მამაკაცი და მცირეწლოვანი ბავშვი მარნეულის ცენტრში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

მსგავსი