​ლევან დოლიძე - ვინ რა შედეგს მიიღებს და როგორი იქნება პოლიტიკური გარემო ქვეყანაში 2 ოქტომბრისთვის, ამას არჩევნები გვიჩვენებს, მთავარია, ზეწოლას შეეშვან
​ლევან დოლიძე - ვინ რა შედეგს მიიღებს და როგორი იქნება პოლიტიკური გარემო ქვეყანაში 2 ოქტომბრისთვის, ამას არჩევნები გვიჩვენებს, მთავარია, ზეწოლას შეეშვან

ჩვენს კანდიდატებს რომ დიდი ყურადღებით, რბილად რომ ვთქვათ, აკვირდებიან, მეტიც, უთვალთვალებენ სხვადასხვა უწყების მხრიდან, ეს ნამდვილად არ გვიკვირს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან დოლიძემ განაცხადა.

როგორც ლევან დოლიძემ აღნიშნა, მმართველმა პარტიამ ძალადობასა და ზეწოლას თავი უნდა დაანებოს.

„ჩვენს კანდიდატებს დიდი ყურადღებით, რბილად რომ ვთქვათ, აკვირდებიან, მეტიც, უთვალთვალებენ სხვადასხვა უწყების მხრიდან, ეს ნამდვილად არ გვიკვირს. უცნაურ განცხადებებს მმართველი ძალისგან მივეჩვიეთ, არც ეს არ არის პრობლემა. ერთადერთი სურვილია, რომ ძალადობას, ზეწოლას თავი გაანებონ. სხვა საკითხები, ვინ რა შედეგს მიიღებს და როგორი იქნება ზოგადად პოლიტიკური გარემო ქვეყანაში 2 ოქტომბრისთვის, ამას არჩევნები გვიჩვენებს. პრობლემა არ არის, მთავარია, ზეწოლას შეეშვან, განცხადებები რამდენიც უნდა, იმდენი გააკეთონ“, – განაცხადა დოლიძემ.