კარლ ჰარცელი - ტრაექტორიას, რომლითაც მიდის საქართველოს დემოკრატია, პოზიტიურ დინამიკად ვაფასებ, ხაზს ვუსვამ ხარვეზების აღმოფხვრის მნიშვნელობასაც
ტრაექტორიას, რომლითაც მიდის საქართველოს დემოკრატია, პოზიტიურ დინამიკად ვაფასებ, ხაზს ვუსვამ ხარვეზების აღმოფხვრის მნიშვნელობასაც, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა სასტუმრო „რედისონში“, სადაც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მართავს ყოველწლიურ კონფერენციას „პოლარიზაციის ხაფანგი: საქართველოს დემოკრატია ნდობის კრიზისისა და პოპულიზმის ზრდის ზღვარზე“ #GEODEM2019.
„ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, განხილვები, რომლებიც შეეხება ქვეყნის დემოკრატიის სტატუსს, დემოკრატიის არსებულ მდგომარეობას საქართველოში, ასევე დისკუსიები პოლიტიკურ გარემოზე და ამ გარემოში ყველა მოთამაშის როლზე. მნიშვნელოვანია იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც აღნიშნული იყო წინა არჩევნების შესახებ ანგარიშებში.
ტრაექტორიას, რომლითაც მიდის საქართველოს დემოკრატია, პოზიტიურ დინამიკად შევაფასებ. რასაკვირველია, ხაზი მინდა გავუსვა ხარვეზების აღმოფხვრის მნიშვნელობასაც“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.