სოფელ მატანის სკოლებში სწავლის გადადება არ იგეგმება
სოფელ მატანის სკოლებში სწავლის გადადება არ იგეგმება

სოფელ მატანის სკოლებში სწავლის გადადება არ იგეგმება, – განაცხადა კახეთის გუბერნატორის მოადგილემ, ირაკლი შიოშვილმა. მისი განმარტებით, ასევე არ იგეგმება სოფლის ჩაკეტვა.

შიოშვილმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის დროული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, სოფელ მატანში კიდევ ერთი სამედიცინო კარავი გაიშალოს.

„დამატებითი სამედიცინო შემოწმებისთვის კარვის გაშლის გადაწყვეტილება დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე. სკოლაში სწავლა დაიწყება როგორც იყო დაგეგმილი და არც სოფლის ბლოკირების აუცილებლობა არ განიხილება“, – განაცხადა შიოშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის შესასვლელში დილიდან სამედიცინო კარავია გაშლილი, სადაც მოსახლეობის თერმოსკრინინგი და ნიმუშების აღება მიმდინარეობს. სპეციალისტებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სოფელ მატანში მცხოვრები ერთი ოჯახის სამ წევრს და მათთან კონტაქტში მყოფ 11 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.