​გლდანისა და სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
​გლდანისა და სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში, მათ გამოცვლას, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გუდამაყრის ქუჩის №7, №7ა, №7ბ, სანზონის №19ა, №19ბ, №20ა, №20ბ, №21ა, №21ბ, ჩარგლის ქუჩის №48, №50, №61, №63, გლინკას ქუჩის №20-სა და №41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება გლდანის II მიკრო რაიონის №39, №42, №43, №44, №45, №46, №47, №47ა, აგრეთვე IV მიკრორაიონის №89, №90, №91, №92ა, №92ბ, №93, №94, №95, №96ა, №96ბ, №97, №98, №99, №100 და №101-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.

გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათზე.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.