​გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს გზა ევროპისა და ნატო-სკენ მხოლოდ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე გადის
​გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს გზა ევროპისა და ნატო-სკენ მხოლოდ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე გადის

ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს გზა ევროპისა და ნატო-სკენ მხოლოდ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე გადის​, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ​გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„საქართველოში მოვლენები ჩვენი და ევროკავშირში პარტნიორების დიდი შეშფოთების მიზეზია. ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს გზა ევროპისა და ნატო-სკენ მხოლოდ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე გადის. თუ საქართველო გადაუხვევს ამ გზიდან, ამან შეიძლება, საფრთხე შეუქმნას არამხოლოდ საქართველოს ტრანსატლანტიკურ გზას, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორებს“, – განაცხადა ​გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.