​დავით სერგეენკო - ოკუპირებული ცხინვალიდან პაციენტები სამედიცინო დანიშნულებით გადმოგვყვავს​ და არა მათი დაკავების მიზნით
​დავით სერგეენკო - ოკუპირებული ცხინვალიდან პაციენტები სამედიცინო დანიშნულებით გადმოგვყვავს​ და არა მათი დაკავების მიზნით

​”ოკუპირებული ცხინვალიდან პაციენტები სამედიცინო დანიშნულებით გადმოგვყვავს​ და არა მათი დაკავების მიზნით”, – ამის შესახებ კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა. მინისტრი გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალიდან ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტის გადმოყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი განმარტებით, ოკუპირებული ცხინვალიდან კლინიკებში ყოველთვიურად ბევრი პაციენტი გადმოჰყავთ, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში „წითელი ჯვრის“ მეშვეობითაც.

მინისტრის ინფორმაციით, პაციენტი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა და მას საკმაოდ მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

​დავით სერგეენკო განმარტავს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია პაციენტის ვინაობის შესახებ.

“ნამდვილად არ ვიცი, რა ჰქვია და რა გვარია, შესაბამისად, გამიჭირდება გითხრათ, რა არასამედიცინო ღონისძიებები იქნება მის მიმართ გატარებული”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

​რამდენიმე წუთის წინ, “წითელი ჯვრის” წარმომადგენელმა პირველ არხთან დაადასტურა, რომ ცხინვალიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადმოყვანილი პაციენტი ასლან ჯიოევია.