​ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი დასრულდა
​ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი დასრულდა

​ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი დასრულდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იან ლიპავსკის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ჩეხეთის პირველი დიპლომატი აეროპორტიდან საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა გააცილა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან. შეხვედრის შემდგომ ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

იან ლიპავსკი ვიზიტის ფარგლებში ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.