ფეისბუქზე მალე ფერადი კომენტარები გამოჩნდება

16:15, 10.09.2017

​ფეისბუქი განვითარების ტემპს არ ანელებს და სიახლეებს გვთავაზობს. ამჟამად მსოფლიოს ყველაზე დიდი სოციალური პლატფორმა ფერად კომენტარებს ტესტავს. აღნიშნული ფუნქცია ჯერჯერობით მომხმარებლების ძალიან მცირე ნაწილს აქვს გააქტიურებული.

​ფერადი კომენტარების ინსპირაცია ფერადი სტატუსებია. ფუნქციის მიზანია, მომხმარებლების კიდევ უფრო გააქტიურება და წერის ფუნქციის დახვეწა.

[poll id=”892″]

ფერადი კომენტარების ფუნქცია თავდაპირველად მხოლოდ მობილურ აპლიკაციაში გამოჩნდება და ის დესკტოპ-ვერსიაში არ იქნება ხელმისაწვდომი.

ფუნქციას უკვე იწუნებენ ის მომხმარებლები, რომელთა გემოვნება სისადავეზეა ორიენტირებული. თუმცა, ბუნებრივია ფერადი კომენტარების გააქტიურების შემთხვევაში, ტრადიციული გზითაც შეგვეძლება დაკომენტარება.

​ჯერჯერობით უცნობია, როდის გააქტიურდება ყველა მომხმარებლისათვის ფერადი კომენტარების ფუნქცია.

 

მსგავსი