საგზაო მოძრაობის ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევებს 151 ადამიანი ემსხვერპლა
საგზაო მოძრაობის ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევებს 151 ადამიანი ემსხვერპლა

საგზაო მოძრაობის ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევებს 151 ადამიანი ემსხვერპლა.

პირველმა არხმა სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

მონაცემების მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, 2363 მოქალაქე დაშავდა მომხდარი 1641 შემთხვევის დროს.

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, 2017 წლის 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

სტატისტიკის მიხედვით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი), როდესაც ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი შესაძლოა იყოს მძღოლის ნასვამი მდგომარეობა, დაიღუპა 5 პირი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო შეუჩერდა ერთ პირს.