კახა კალაძე თბილისის მერია
კახა კალაძე თბილისის მერია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისათვის დათვლილია თბილისის ყველა, 737-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. ხმათა უმრავლესობით, 51.06%-ით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს.

მონაცემების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება.

ცესკო-ს მონაცემებით, მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი – ხმათა 17.46%-ით. რაც შეეხება მესამე ადგილს, მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იკავებს – ხმების 16.53%-ით. მეოთხე ადგილზეა ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) – 7.13%. 3.02 % აქვს ირმა ინაშვილს („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“).

დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 3%-ზე ნაკლები დააგროვეს.