ვიეტნამში მეწყერის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა
ვიეტნამში მეწყერის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰუა ბინის პროვინციაში მეწყერმა 37 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სოფლებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მეწყერი ტროპიკულმა წვიმებმა გამოიწვია. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმების შედეგად მდინარეები ადიდდა, რასაც მიწის მასივის ჩამოშლა მოჰყვა.

ერთ-ერთ ქალაქში სტიქიამ ხიდი დაანგრია, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი იზოლირებულია. მაშველები ადგილზე იმყოფებიან.

ვიეტნამის მთავრობის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაკარგულია. სტიქიის შედეგად მსხვერპლის გაზრდაა მოსალოდნელი.